www.salesroom.ge ის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენs მიერ ვებ ვერდით www.salesroom.ge და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.

  1.  ზოგადი პირობები

1.1.   წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება ძალაში შედის თქვენი მხრიდან მისი გაცნობის ან/და პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან;

1.2.   თქვენ მიერ ვებ გვერდზე შესვლა და ამ ვებ გვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ წინამდებარე პირობები.

1.3.   თქვენ ვალდებული ხართ პერიოდულად გაეცნოთ შეთანხმებაში და მის ყველა დანართში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტანილ ცვლილებებს და დამატებებს;

  1.  მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

2.1.   www.salesroom.ge მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ:

2.1.1.  იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;

2.1.2.  წარმოადგენთ უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს;

2.1.3.  ვებ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი.

2.1.4.  სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ვებ გვერდზე ყოფნის დროს.

2.1.5.  სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან www.salesroom.ge მეშვეობით პროდუქტის შეძენისას თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;

  1.  მომსახურების პირობები 

3.1.  salesroom.ge გთავაზობთ ონლაინ შოპინგის უნიკალურ პლატფორმასა და სრულყოფილ საინფორმაციო პორტალს, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას მასზე განთავსებული კომპანიების შესახე.

3.2.  salesroom.ge – მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ მომხმარებლად და გაიაროთ ვებ გვერდზე ავტორიზაცია;

3.3.  salesroom.ge არ წარმოადგენს ვებ გვერდზე განთავსებული კომპანიების პროდუქტის/მომსახურების უშუალო გამყიდველს. Salesroom.ge არ არის შუამავალი კომპანიას და მომხმარებელს შორის.

  1.  ანგარიშის გახსნა და პროდუქტის/მომსახურების შეძენა

4.1.  ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ თქვენი ანგარიში;

4.2.  რეგისტრაციის პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი.

4.3.   ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებული ხართ, მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. 

4.4.   საკონტაქტო მონაცემების ცვლილებისას, ვალდებული ხართ აღნიშნულის შესახებ შეატყობინოთ salesroom.ge . წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და salesroom.ge მიმართ არ მიიღება არავითარი პრეტენზია;

4.5.    salesroom.ge – მეშვეობით პროდუქტის/მომსახურების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან;

4.6.  ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

4.6.   პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს საკურიერო მომსახურების ღირებულება;

4.7.   პროდუქტის დაბრუნებაზე და დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად პასუხისმგებელია კომპანია. Salesroom.ge – მიმართ არ შეიძლება წარდგენილი იქნეს დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე მოთხოვნა/პრეტენზია;

  1. ტრანსპორტირება

5.1.  salesroom.ge უზრუნველყოფს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებას შემდეგი პირობებით:

5.2. თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდება:

  • თუ არ გსურთ მიტანის სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თავად ესტუმროთ მაღაზიას;
  • სწრაფი მიტანის სერვისით სარგბელობის შემთხვევაში შეკვეთა უნდა განხორცილედეს 13:00 საათამდემიტანის დრო 18:00 საათამდე;
  • მეორე დღის მიტანის სერვისით, რომ ისარგებლოთ შეკვეთა უნდა გაფორმდეს 16:00 საათამდემიტანის დროს შეკვეთის გაფორმებიდან 18:00 საათამდე;

 

 

5.3.  შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება თქვენ მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე;

5.4.  salesroom.ge უფლებამოსილია არ განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში, თუ:

5.4.1  პროდუქტის შეძენისას თქვენ მიერ დაფიქსირებული მისამართი გაურკვეველია;

5.4.2.  ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება ვებ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე;

5.4.3  პროდუქტის მახასიათებლებიდან გამომდინარე salesroom.ge მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება;

5.4.4  იმ შემთხვევაში, თუ salesroom.ge უარს განაცხადებს პროდუქტის ტრანსპორტირებაზე მომხმარებელს დაუბრუნდება მიერ ჩარიცხული თანხა 7 სამუშაო დღეში;

5.4.5. პროდუქტის მიმღები ვალდებულია salesroom .ge ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5.4.6.  პროდუქტის ჩაბარების დადასტურების მიზნით პროდუქტის მიმღები ხელს აწერთ მიღებაჩაბარების აქტს. მიღებაჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია;

 5.5. Salesroom.ge უფლებამოსილია არ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქტი/მომსახურება ჩამოთვლილთაგან რთერთი ან რამდენიმე პირობის დადგომისას:

  • მიმღები უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე;
  • მიმღები უარს განაცხადებს შეკვეთის უნიკალური კოდის წარმოდგენაზე;
  • მიმღების მიერ წარმოდგენილი შეკვეთის უნიკალური კოდი არ დაემთხვევა შეკვეთის განხორციელებისას მინიჭებულ კოდს;
  • მიმღები უარს განაცხადებს მიღებაჩაბარების აქტის ხელმოწერაზე;

 

 

 

  1. მხარეთა პასუხიმგებლობა 

6.1.   salesroom.ge პასუხს არ აგებს და მის მიმართ არ შეიძლება წარდგენილი იქნას რაიმე მოთხოვნა ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით;

6.2.   salesroom.ge არ აკონტროლებს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქტის ხარისხს, უსაფრთხოებას, კანონიერებას და აღწერასთან შესაბამისობას. Salesroom.ge არ იძლევა გარანტიას, რომ პორტალზე განთავსებული მონაცემები დაემთხვევა პროდუქტის რეალურ მონაცემებს;

6.3.  salesroom.ge პასუხს არ აგებს ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა კურიერისთვის პროდუქტის გადაცემამდე ან მიმღების მიერ მიღებაჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ;

6.4.  salesroom.ge პასუხს არ აგებს ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა პროდუქტის არასათანადო შეფუთვის  ან კურიერისთვის პროდუქტის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუტყობინებლობის შედეგად;

6.5.  salesroom.ge პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების მომენტში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თქვენ;

6.6.  მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. Salesroom.ge არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე;

6.7.  salesroom.ge პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;

6.8.  კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელების წესებს განსაზღვრავს უშუალოდ კომპანია. Salesroom.ge – არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არ არსებობის ან/და პირობების შეუსრულებობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის/ზარალის გამო;

6.9.  salesroom.ge არ არის პასუხისმგებელი ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, მათ შორის თქვენი პირადი ინფორმაციის მესამე პირების მხრიდან არასათანადო გამოყენებაზე;

6.11.  salesroom.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზიანზე, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოწვეულია () ტექნიკური დეფექტით, ელექტრონული გადაცემის ხარვეზით, პროგრამაში, ელექტრონულ სისტემებში და სხვა ელექტრონულ საშუალებებში უკანონო შეღწევით; () პროგრამული შეფერხებით; () პროგრამაში სამუშაოდ გამოყენებული მოწყობილობის გაუმართაობით; () ელექტრონული ვირუსით  ან ვირუსებით, რომელიც შეიძლება აღმოაჩნდეს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ salesroom.ge მომსახურების მისაღებად;

6.12.  თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა ან/და პრეტენზია, რომელიც დაკავშირებული იქნება salesroom.geზე შეძენილ პროდუქციასთან/მომსახურებაზე უნდა წარედგინოს უშუალოდ მიმწოდებელს;

  1. ინტელექტუალური საკუთრება და მარკეტინგული თანამშრომლობა

7.1.  თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ინტელექტუალური პროდუქტით სარგებლობის წესები და პირობები. თქვენ არ უნდა წამოაყენოთ რაიმე პრეტენზია მათზე ნებისმიერ დროს, მათ შორის ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. თქვენ იყენებთ ინტელექტუალურ პროდუქტს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დაშვებულია ამ შეთანხმებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით მოქმედების ვადის განმავლობაში. თქვენ არ უნდა განახორციელოთ რაიმე ქმედება და არ უნდა მოიქცეთ ისე, რაც არათავსებადია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და უნდა გამოიჩინოთ გონივრული მზრუნველობა ამ უფლებების დასაცავად დარღვევისგან ან ზიანის მიყენებისგან.

7.2.  წინამდებარე შეთანხმების პირობებზე დათანხმებით თქვენ აცხადებთ ცალსახა და უპირობო თანხმობას, ნებისმიერ დროს, შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) salesroom.geსგან აn მისი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღოთ ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვებგვერდზე მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთ აღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში salesroom.ge უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება თქვენი ყოველგვარი შემდგომი თანხმობის გარეშე;

  1. შეთანხმების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტა

8.1.   წინამდებარე შეთანხმება თქვენთვის ამოქმედდება და შესასრულებლად სავალდებულოა თქვენ მიერ მის პირობებზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს წინამდებარე პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად მის შეწყვეტამდე;

8.2.    შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:

8.2.1.  salesroom.ge – მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად,

8.3. მხარეთა შეთანხმებით;

8.3.1 თქვენ მიერ ვებ გვერდზე საკუთარი მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებით;

8.3.2.  წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

  1. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

9.1.    წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით;

9.2.    დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს მოქმედი განსჯადობის წესების გათვალისწინებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ salesroom.ge სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

9.3.  წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;