სახის კანის სხვადასხვა ტიპი არსებობს: 

  • მშრალი
  • ცხიმიანი
  • კომბინირებული

მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან, როგორიც არის:     

გაწმენდა –  რისი საშუალებითაც შევძლებთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკების მოშორებას.                   

შრატი – შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.   

დატენიანება – დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.         

მზისგან დაცვა – მზისგან დამცავი საშუალება სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური მოვლისა და მკურნალობის კურსი ჭირდება მისი სახის კანის თავისებურებიდან გამომდინარე, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატო-კოსმეტოლოგს.

Comments

mood_bad
  • No comments yet.
  • Add a comment