პაროლის აღდგენა

გარანტია და შეცვლა

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მოქმედებს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი, რომელიც გადმოგეცემათ მომწოდებლის მიერ არ უნდა იყოს დაზიანებული და აუცილებელია შეიცავდეს გაყიდვის თარიღს და ხელმოწერას ან ბეჭედს;

ნივთის შეცვლის და დაბრუნების პირობები

მყიდველს შეძენილი ნივთის შეცვლა ან დაბრუნება 3 დღის განმავლობაში შეუძლია, თუ: პროდუქტი არ არის გამოყენებული; შენარჩუნებული აქვს ვიზუალური/გასაყიდი სახე (პლომბი, სტიკერი, საფირმო ნიშანი, სასაქონლო ჩეკები და სხვა სათანადო საბუთები);სრულადაა წარმოდგენილი კომპლექტაცია; თუ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი რეალიზაციიდან 3 დღის განმავლობაში. სერვის ცენტრის მიერ ქარხნული დეფექტის დადასტურების შემთხვევაში პროდუქტიშეიცვლება; იმისთვის, რომ შეძენილმა ტექნიკამ იმუშაოს ხანგრძლივად და ხარისხიანად, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ საგარანტიო საბუთი და ექსპლუატაციის ინსტრუქცია.

საგარანტიო შეთანხმება უქმდება, თუ:

გასულია საგარანტიო ვადა;
საგარანტიო საბუთის(ში): არ წარდგენის; დაზიანების; არაზუსტი ან შესწორებული ტექსტის; გაყიდვის თარიღის, გამყიდველის ბეჭდის და ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში;
მოწყობილობა გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ;
დარღვეულია მოხმარების/მონტაჟის წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს;
მოწყობილობაზე არასაგარანტიო რემონტის კვალი აღინიშნება (ნივთის თვითნებურად ან არაოფიციალურ წარმომადგენლებთან შეკეთება);
დაზიანება გამოწვეულია გარეგნული/ვიზუალური ცვლილებით, მოწყობილობის სქემის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით;
მოწყობილობის სერიული ნომერი წაშლილია ან შეცვლილი;
დაზიანებული, წაშლილი ან დაკარგულია მოწყობილობის სერიული ნომერი, პლომბი, საფიმო ნიშანი;
მოწყობილობას აღენიშნება: ვიზუალური, მექანიკური, ელექტრო ან თერმული დაზიანება;
მოწყობილობა არ იყო გამოყენებული დანიშნულებისამებრ, სათანადოდ ტრანსპორტირებული, დამონტაჟებული და გამოყენებული მომხმარებლის მიერ;
დარღვეული იყო მოწყობილობის ექსპლუატაციისა და შენახვის წესები;