პაროლის აღდგენა

ზოგადი ნაწილი

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მომსახურების პირობები. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს მაშინ ნუ ისარგებლებთ საიტით salesroom.ge.

თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ გამოტანილი ყველა საჭირო ველი და გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია. დაეთანხმეთ შესაბამისი აღნიშვნით ველს ,, გავეცანი და ვეთანხმები მომსახურეობის პირობებს’’ და შემდგომ ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით.

საიტი უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები პირობებში. ცვლილებები და დამატებები გამოქვეყნდება კონფედენციალურობის პოლიტიკაში.მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე. მომხმარებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს ან უნდა გააჩნდეს მშობლების ნებართვა ვებ გვერდის გამოყენებაზე;

ხელშეკრულების პირობები

წინამდებარე ხელშეკრულება იდება ფიზიკურ პირს (შემდგომში „მყიდველი“, „მომხმარებელი“), რომელიც გადის რეგისტაციას www.salesroom.ge-ზე და შპს „ეს გრუპი“ (შემდგომში „შუამავალი“) შორის, რომელიც არის იმ პირის (შემდგომში „გამყიდველი) შუამავალი. შუამავალი მოქმედებს გამყიდველის სახელით.

ხელშეკრულება იდება შემდეგზე:

1.    ტერმინები და განსაზღვრებები:

a)    საჯარო ოფერტი – შეთავაზება გამყიდველის საქონლის ან მომსახურების შეძენის შესახებ, რომელიც განთავსებულია შუამავლის საიტზე და წარმოადგენს შეთავაზებას საიტის მომხმარებლებისადმი.

b)    შეთავაზება – ღონისძიება, რომელსაც მართავს გამყიდველი საკუთარი საქონლის და/ან მომსახურების რეალიზაციის მიზნით. ეს ღონისძიება განკუთვნილია შუამავლის საიტის მომხმარებლებისათვის, რომლებიც შეიძენენ ბარათებს შუამავალთან იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე საჯარო ოფერტში. შუამავალის მომხმარებელი/მყიდველი აღიარებული იქნება აქციის ფაქტიურ მონაწილედ, თუ მის მიერ შეძენილი იქნება გამყიდველის საქონელი/მომასახურება საჯარო ოფერტის ჩარჩოებში ბარათის წარდგენით. შეთავაზების ჩატარების პირობები ქვეყნდება საიტზე და წარმოადგენს წინამდებარე საჯარო ოფერტის(ხელშეკრულების) განუყოფელ ნაწილს(დანართს).

c)    ბარათი – მომხმარებლის მიერ შუამავალთან მიღებული დოკუმენტი რომელიც არის ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორი და მომხმარებლის პირადი ნომერი, რის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის/მყიდველის იდენტიფიცირება და რომელიც იძლევა გამყიდველთან საქონლის/ მომსახურების შეძენის უფლებას აქციის პირობებით ან მის გარეშე მისი მოქმედების დროს.

d)    ბარათის მოქმედების ვადა – დროის პერიოდი, რომლის დროსაც გამყიდველი ვალდებულია ბარათის წარმდგენ მომხმარებელს/მყიდველს გადასცეს საქონელი/მომსახურება საჯარო ოფერტის პირობებით აქციის ან მის გარეშე ჩატარების პირობების თანახმად. ბარათის მოქმედების ვადა ეთითება საიტზე.

2.    ხელშეკრულების დადების სრულ და უპირობო თანხმობად (შემდგომში „აქცეპტი“) ითვლება წარმომადგენლის საიტზე www.salesroom.ge-ზე რეგისტრაცია და გადახდის განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მე–7 პუნქტით.

3.    ხელშეკრულების აქცეპტი ნიშნავს, რომ მომხმარებელი/მყიდველი ეთანხმება შემოთავაზების ყველა პირობასა და განსაზღვრებას. აქცეპტი ხელშეკრულების(თავისი დანართებით) დადების ტოლფასია.

4.    ხელშეკრულების საგანი, პირობები და მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამის დანართში.

5.    ხელშეკრულების დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ყველა პირობა, რომელიც დანართშია გაწერილი ხელშეკრულების პირობებს წარმოადგენს.

6.    ხელშეკრულების დანართ(ებ)ი განთავსდება საიტის ინტერნეტ–გვერდზე განყოფილებაში „აქციის პირობები“, რომელიც გამყიდველთან გარიგების საგანს, პირობებს და მოქმედების ვადას მოიცავს.

7.    შუამავლის უფლებამოსილება შემოიფარგლება საიტზე გამყიდველის სახელით გარიგების საგნისა და პირობების საიტზე გამოქვეყნებით, ასევე გარიგების გაფორმებით, რომელიც გამოიხატება მომხმარებლის ფულადი სახსრების ჩარიცხვის შემდეგ მისთვის ბარათის გადაცემით. ხელშეკრულების მიხედვით უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის. ყველა პრეტენზია ხელშეკრულების საგანსა და მის პირობებზე წარედგინება გამყიდველს. შუამავალი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.

8.    თანხის გადახდის ყველა ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი.

9.    ხელშეკრულებით მყიდველისა და გამყიდველის უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია შემდეგი პირობის დადგომასთან , რომლის შესახებაც ხელშეკრულების მხარეებისთვის უცნობია, დადგება იგი თუ არ დადგება. კერძოდ, ხელშეკრულების აქცეპტი სხვა მომხმარებლების მიერ, რომელთა მინიმალური რაოდენობა, აგრეთვე, ოფიციალური და საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამის დანართში.

10.    ხელშეკრულების დადების მტკიცებულებად ითვლება მომხმარებლის მიერ გამყიდველთან მომხმარებლის ბარათის წარდგენა. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულია, გამყიდველის მიერ არ განიხილება.

11.    შუამავალსა და გამყიდველს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი ქვეყნდება საიტზე და მომხმარებელი აქედან იგებს მის შესახებ.

12. მომხმარებელი თანახმაა, რომ მისი პირადი მონაცემები, როგორიც არის ელ. ფოსტა, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონი, სახელი, გვარი და სხვა, შუამავალმა გაანდოს კომპანიას, რომლის მომსახურებას ან პროდუქციას მომხმარებელი შეიძენს საიტიდან.

13.    მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტზე ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, მის ელექტრონულ მისამართზე და საკონტაქტო ნომერზე შუამავალის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის სარეკლამო ხასიათის. ამავდროულად, შუამავალი მომხმარებლის ელექტრონულ მისამართს და სხვა ინფორმაციას მესამე მხარეს არ გადასცემს.

14.    მომხმარებელი თანახმაა, რომ აქციის მოქმედების ვადაში ფულადი სახსრების დაბრუნება გამოუყენებული ბარათებისთვის ხორციელდება შპს „ეს გრუპი“ მიერ, თუ რაიმე სხვა არ არის მითითებული შესაბამისი აქციისათვის საჯარო ოფერტის პირობებში. მომხმარებლის საბანკო ბარათზე თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ წერილობითი მოთხოვნისა და ყველა იმ დოკუმენტის ასლის წარდგენის შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

15.    საქონლის დაბრუნება ხდებამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ არის სათანადო ხარისხის და არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ აღწერას.

16.    მომხმარებელი თანახმაა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ბარათი გააქტიურდა(გამოყენებულ იქნა) და მომხმარებლის მიერ გამყიდველისაგან მიღებულ იქნა საქონელი/მომსახურება, ყველა პრეტენზია ასეთი ბარათების შესაბამისი ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ, მიმართული იქნება გამყიდველისაკენ.

17.    აქციის დამთავრების შემდეგ თანხა უკან არ ბრუნდება გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

პატივისცემით "ეს გრუპის" -ის საიტის ადმინისტრაცია.